ახალი ამბები

ბესელიას თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელეს

3 აგვისტო, 2015 • • 968
ბესელიას თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელეს

“დღეს ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უწყებებთან დაკავშირებით მოხდა. ასევე ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებს. დაიგეგმა ერთგვარი კალენდარი, რომ სექტემბრიდან ყველა რაიონული კონფერენცია ჩატარდეს ადგილებზე და მოხდეს სიახლეების შეტანა. მათ შორის რამდენიმე ღონისძიებაა, რომელსაც პარტია დაგეგმავს. ვისაუბრეთ სექტემბერში დაგეგმილ ვეტოს დაძლევის პროცედურებთან დაკაშირებით, რომელიც ბოლოს პრეზიდენტმა გამოიყენა. ბევრი სხვა საკითხი იყო, რომელიც წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით არის უახლოეს პერიოდში დასაგეგმი და გადასაწყვეტი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

2015 წლის 31 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას.

 

პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 3 აგვსისტოს, ქართული ოცნების პარტიის ოფისში გაიმართა. პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება, აცხადებენ ქართულ ოცნებაში. 

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი