ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზუ ეხმაურება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს შეადარა. ლუაზუ წერს, რომ ის, რასაც “ოცნება” საქართველოში აკეთებს  – მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრება, მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლა – სწორედ საბჭოთა მეთოდებია და არა ევროკავშირის პრაქტიკა.

“თუ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს – აპატიმრებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და ოპონენტებს გაყალბებული არჩევნების შემდეგ? მსგავსი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება.

ისე, სხვათა შორის, ის არ ცდილობდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას იქამდე, სანამ გადაიფიქრებდა და საქართელოს მომავალს არ წაართმევდა?”, – წერს ლუაზუ.