ახალი ამბები

თალაკვაძე ოპოზიციას კინზინგერის განცხადების არასწორად თარგმნაში ადანაშაულებს

3 მარტი, 2020 • 1527
თალაკვაძე ოპოზიციას კინზინგერის განცხადების არასწორად თარგმნაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინტერვიუს, რომელიც “ამერიკის ხმამ” მოამზადა, ინგლისურ ენაზე უსმინა და ოპოზიციას მის არასწორად თარგმნაში ადანაშაულებს:

“მე მოვისმინე მისი ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დექსტრუქციულ ნაწილში. დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას ლიდერებით, რომლებსაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ნურავინ შეეცდება ჩვენი მეგობრების განცხადებების თარგმნოს ისე, თითქოს ეს მათთვის პირადი მხარდაჭერაა,” – ამბობს თალაკვაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე გამოსავალს იპოვიან.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში კინზინგერი ამბობს, რომ თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, აშშ-ში შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

კინზინგერი: რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი