ახალი ამბები

თალაკვაძე: საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

1 მარტი, 2020 • 1075
თალაკვაძე:  საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ქართულ ოცნებაში” გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ დღესი მონაცემებით ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40 პროცენტიანი ბარიერის პრინციპი თუ საარჩევნო ბაერიერი, ყველა ამ საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციას სამართლიან, პრაგმატულ და ოპტიმალურ პირობებს სთავაზობს:

“ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40 პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო” – ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმიტ, იმ პარტიებს, რომლებიც ამ შეთანხმებას დაბლოკავენ, მოუწევთ აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ამის მიზეზი:

“მინდა, დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან, არის ნაბიჯები გაადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას, დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს, რომ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს” – ამბობს თალაკვაძე.

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი