ახალი ამბები

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

27 თებერვალი, 2020 • 947
“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა შესთავაზა 110/40-ზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ახალი საქართველოს” წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. შეხვედრა დიოკორპუსის ორგანიზებით დაიგეგმა და ის ჯერჯერობით არ დამთავრებულა.

110/40-ზე თანაფარდობა ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 110 დეპუტატს პროორციული წესით არიჩევენ, ხოლო 40-ს მაჟორიტარული.

ვაშაძის თქმით, მათი პოზიცია ძალაშია, რომ უნდა შეწყდეს ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, იმისათვის, რომ პარტიამ დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება მას 40-პროცენტიანი მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს. 110/40-ის თანაფარობის შემთხვევაში კი პარტიას მთაავრობის ფორმირება იმ შემთხვევაშიც (მაჟორიტარების დახმარებით) შეუძლია თუ 40%-იან მხარდაჭერაზე ნაკლები აქვს.

შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრება. ასევე იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი