ახალი ამბები

პარტნიორები ხედავენ ვინ უფრო მოტივირებულია კონსესუსის მიღწევისთვის – გახარია

27 თებერვალი, 2020 • 742
პარტნიორები ხედავენ ვინ უფრო მოტივირებულია კონსესუსის მიღწევისთვის – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ რომელი მხარე უფროა კონსესუსის მიღწევისთვის მოწადინებული. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ ყველას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა საკუთარი “ვიწრო პოლიტიკური ინტერესების” გამო ქვეყანა რისკის ქვეშ არ დააყენოს.

“ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს. კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხარის მიერ პატარა-პატარა რაღაცეების დათმობის.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელს. ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს და ვინ უფრო მოტივირებულია მსგავსი კონსესუსისა და შედეგის მიღწევისთვის. ისინი შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ,”-აცხადებს გახარია.

დღეს, 27 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პარტიამ პროპორციული წესით არჩევნებში 40% ან მეტი ვერ მიიღო, ის ხელისუფლებას ვერ დააკომპლექტებს რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არ უნდა მოიგოს. ვაშაძის განმარტებით, ეს რიცხვები დაახლოებით 130/20-ზე თანაფაროდბას ნიშნავს, სადაც 130 დეპუტატი პროპორციული წესით (სიით) აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით. დღეს მოქმედი საარჩევნო წესით 77/73-ზე თანაფარდობა არსებობს.

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი