ახალი ამბები

Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენების შემცირების მიზეზად კორონავირუსს ასახელებს

27 თებერვალი, 2020 • 1583
Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენების შემცირების მიზეზად კორონავირუსს ასახელებს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა.

2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე დაბრუნებას სთავაზობს.

ავიაკომპანიის ვებსაიტის მონაცემებით, ქუთაისიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით რეისები, ძირითადად, კვირაში ერთხელ შესრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი