ახალი ამბები

Wizz Air-მა იტალიის მიმართულებით რეისების სიხშირეები რამდენიმე კვირით შეამცირა

27 თებერვალი, 2020 • 2533
Wizz Air-მა იტალიის მიმართულებით რეისების სიხშირეები რამდენიმე კვირით შეამცირა

განახლება: ნიუსში დავდაპირველად ეწერა, რომ იტალიის მიმართულებით ფრენების ნაწილი შეჩერდა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ დაკონკრეტდა, რომ Wizz Air-მა რეისების სიხშირეები შეამცირა და ძირითადად, კვირაში ერთხელ იფრენს იტალიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. 

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა იტალიის მიმართულებით 10 მარტიდან აპრილის დასაწყიდამე ავიარეისების ნაწილი შეაჩერა. აღნიშნული ეხება არა მხოლოდ საქართველოდან იტალიის მიმართულებით რეისებს, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

ავიაკომპანიის ვებსაიტზე 11 მარტიდან აპრილამდე რეისების სიხშირეები შემცირებულია ქუთაისიდან მილანის, ბარის, ბოლონიის და სხვა ქალაქების  მიმართულებით.

Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ უნგრულ მედიასაშუალება Dehir.hu-ს განუცხადა, რომ ფრენების შეჩერების მიზეზი გახდა ამ მიმართულებით მოთხოვნის მკვეთრი შემცირება და არა უშაულოდ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა.

უნგრული მედიის ინფორმაციით, Wizz Air აცხადებს, რომ ავიაკომპანია რეგულარულად აკვირდება კონკრეტული მიმართულებით რეისებზე ბილეთებზეს მოთხოვნას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს. იტალიის მიმართულებით კი ფრენების გაუქმება ან სიხშირეების შემცირება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. ავიაკომპანია ასევე აცხადებს, რომ ყველა მგზავრს შეატყობინებენ ცვლილების შესახებ და მათ ბილეთებში გადახდილ თანხას აუნაზღაურებენ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ქართულ კომპანიას, რომელიც Wizz Air-ის მედიასთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია ყველას აფრთხილებს, რომ ამ მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი