ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: ლარის კურსს სამომავლოდ საფრთხე არ ემუქრება

28 ივლისი, 2015 • • 998
ეროვნული ბანკი: ლარის კურსს სამომავლოდ საფრთხე არ ემუქრება

”ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეებს ვერ ვხედავთ. მსოფლიო ბაზარზე ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფზე ფასები არის შემცირებული. ეს დადებითად მოქმედებს, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სავალუტო შემოდინენების გაზრდას. სავალუტო შემოდინენების გაზრდის გარეშე შეუძლებელია სასურველი ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევა,”- აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

 

ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი აცხადებს, რომ ლარის კურსის რყევა ამჟამად არ შეინიშნება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ლარის კურსმა ძველ ნიშნულამდე გამყარება ვერ შეძლო.

 

”ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაშიც ასევე ადგილობრივი ვალუტა არის გაუფასურებული. საერთო ჯამში, მიმდინარეობს დოლარის გამყარება. ხედავთ, ეს ტენდენცია არის მსოფლიოში და ასევე, ჩვენს რეგიონში. ნავთობის ფასი ასევე დაბალ დონეზე რჩება, რაც იწვევს საინვესტიციო მადის იმ დაბალ დონეზე შეჩერებას, როგორიც იყო წინა პერიოდში,”- აცხადებს კვირიკაშვილი.

 

ეროვნული ბანკის მიერ 28 ივლისს დადგენილი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2.2564 ნიშნულზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი