ახალი ამბები

მოპედის ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთ პირი დააკავეს

26 თებერვალი, 2020 • 991
მოპედის ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა მოპედის ქურდობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი