ახალი ამბები

ინტერპოლმა საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავა

27 ივლისი, 2015 • • 1041
ინტერპოლმა საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავა

პოლიციის ცნობით, დაკავებული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, 2009 წლის 27 სექტემბერს ზ. ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს აცხადებს, რომ აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პიროვნების მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი