კერძოდ, შსს–ს ინფორმაციით, 2014 წლის ივნისში ამ მუხლით რეგისტრირებული იყო 47 დანაშაული, 2015 წლის ივნისში კი – 88. აქედან, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 73 დანაშაული გაიხსნა.
შსს–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2016 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1203 დანაშაული; დანაშაულის გახსნის პროცენტია 59.67%; ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.70%.
“მატება ძირითადად განპირობებულია სსკ 1261 მუხლით „ოჯახში ძალადობა“ (+87.23%) და 236 მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის(გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“ (+171.43%) გათვალისწინებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა ხარჯზე,”– აღნიშნავს შსს.
რაც შეეხება საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, შსს–ს ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3089 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1386 დანაშაული; დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.87%; ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -0.87%.
2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში, შსს–ს ინფორმაციით, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული; დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%.
რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მოწოდებულ ინფორმაციას, შსს აცხადებს, რომ რეგისტრირებულია 12205 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 8137 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.25%.