ახალი ამბებიკინო

ლევან გელბახიანი “ბერლინალეზე” ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგება

9 იანვარი, 2020 • 7155
ლევან გელბახიანი “ბერლინალეზე” ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგება

“ევროპული კინოს პრომოუშენის” მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ლევან გელბახიანი ბერლინის 70-ე კინოფესტივალის ახალგაზრდა ვარკსვლავის ათეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.

“21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“, – კინოცენტრის განცხადებით ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს. კინოცენტრისვე ინფორმაციით, ბერლინალეს მსვლელობისას გელბახიანს შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს.

“ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს” ათეულიდან არჩეულ მსახიობს 24 თებერვალს გადასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი