ახალი ამბები

“მზიურის” მოპირდაპირედ მდინარე ვერეს გვირაბის ნაცვლად სახიდე გასასვლელში მოაქცევენ

25 ივლისი, 2015 • 1515
“მზიურის” მოპირდაპირედ მდინარე ვერეს გვირაბის ნაცვლად სახიდე გასასვლელში მოაქცევენ

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ.

 

“მზიურის მოპირდაპირე მხარეს გვირაბის ნაცვლად იქნება სახიდე გადასასვლელი, რაც უფრო უსაფრთხო იქნება“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 25 ივლისს.  

 

მან მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. ნარმანიას თქმით, “მდინარე „ვერე“ თავისუფლად იქნება ხიდის ქვეშ და მისი შესაძლო ადიდების შემთხვევაში საფრთხე აღარ იარსებებს“,-აცხადებს დავით ნარმანია.

 

მერიის ცნობით, გარდა ამისა, პროექტის თანახმად, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები  და დანგრეული ტროტუარები,  განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია.

 

თბილისის მერია აცხადებს, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი