ახალი ამბები

ომბუდსმენს ყველაზე ხშირად გენდერულ დისკრიმინაციაზე მიმართავდნენ – ანგარიში

24 თებერვალი, 2020 • 1186
ომბუდსმენს ყველაზე ხშირად გენდერულ დისკრიმინაციაზე მიმართავდნენ – ანგარიში

სახალხო დამცველი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, გასულ წელს სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად გენდერული ნიშნით მიმართავდნენ.

ანგარიშის მიხედვით, განმცხადებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სქესისა და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ დავობდა და ეს მონაცემი, წინა პერიოდის მსგავსად, 16%-ს შეადგენს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოიცავს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებსაც.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას მოსდევს განსხვავებული და პოლიტიკური შეხედულებების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა რაოდენობა. სახალხო დამცველის თქმით, განსხვავებული მოსაზრებების გამო სავარაუდო დისკრიმნაციის ფაქტები 14%-ს, ხოლო პოლიტკური შეხედულებების ნიშნით, 7%-ს შეადგენდა.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა საანგარიშო პერიოდში განცხადებების 12% ეხებოდა განსხვავებულ მოსაზრებას, ხოლო 9% პოლიტიკურ შეხედეულებას ეხებოდა.

რაც შეეხება რელიგიური ნიშნით თანასწორუფლებიანობის დარღვევას,ომბუდსმენის თქმით, ამ ნიშნით განმცხადებელთა 14% დავობდა, ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციაზე  კი – 4%. რაც შეეხება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას, ამ კუთხით ომბუდსმენს განმცხადებელთა 14%- მა მიმართა:

“2019 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა განიხილა 155 საჩივარი, რომელიც შეეხებოდა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლავთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, შემდეგ მოდის განსხვავებული რელიგიური მრწამსის, ასევე, განსხვავებული მოსაზრების, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით და განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით,  მცირედით გაიზარდა მიმართვიანობა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე კერძო სექტორში, რასაც სალხალხო დამცველი გასულ წელს გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირებს:

“კერძო სექტორში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე მომართვიანობა გაიზარდა დაახლოებით 10 პროცენტამდე. 61 პროცენტი მომართვიანობის ეხება სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს საჯარო სამსახურში, ხოლო 39 პროცენტი- კერძო ურთიერთობებში. ეს სავარაუდოდ იმითაა განპირობებული, რომ შარშან მოხდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები.

სახალხო დამცველის მანდატი გაძლიერდა და გაიზარდა კერძო პირებთან მიმართებით. დღეს ჩვენ შეგვიძლია კერძო პირებს მივმართოთ და მოვთხოვოთ ინფორმაციის წარმოდგენა და სასამართლოს გზით უზრუნველვყოთ სახალხო დამცველი გადაწყვეტილებების აღსრულება”, – ამბობს ომბუდსმენი.

მისი თქმით,  ასევე გაიზარდა სასამართლოსადმი მიმართვის ვადა ერთ წლამდე დისკრიმინაციის სავარაუდო მასხვერპლებისთვის, რამაც ნინო ლომჯარიას თქმით, სავარაუდოდ, განაპირობა ის, რომ კერძო პირებთან მიმართებით მიმართვიანობა გაიზარდა.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ძირითადი შემთხვევები წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დაფიქსირდა, რაც სახალხო დამცელის თქმით, როგორც წესი, ფეხმძიმობის და მშობიარობის გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა თუ დისკრიმინაციული მიდგომებით იყო გნაპირობებული:

“ამის გამო სახალხო დამცველმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფეხმძიმობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პრაქტიკის შესწავლაზე. ჩვენ წელს პირველად შევისწავლეთ 13 ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელ კერძო კომპანიებში დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პრაქტიკა, რამაც გამოავლინა ის არათანაბარი მიდგომები, რაც არსებობს, ერთი მხრივ, საჯარო და კერზო სფეროში დასაქმებულ ქალთა მიმართ.

ასევე ,კერძო სფეროში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი რადიკალურად განსხვავებულია. საერთო ჯამში, არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს ქალებს და გენდერული ნიშნით იწვევს მათ ჩაგვრას. ამიტომ სახლემწიფოს სჭირდება, რომ ქალთა მიმართ პოლიტიკა იყოს თანაბარი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს” ,-  ამბობს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი