ახალი ამბები

ქვეყნის ლიდერებმა პატივი მიაგეს იუნკრების ხსოვნას

23 თებერვალი, 2020 • 1858
ქვეყნის ლიდერებმა პატივი მიაგეს იუნკრების ხსოვნას

ქვეყნის ლიდერებმა პატივი მიაგეს 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას.

23 თებერვალს პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე ტაძარში გადაიხადეს პარაკლისი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

მათ გვირგვინებით შეამკეს იუნკერთა მემორიალი. 23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.

პრესსამსახუსი ცნობით, გახარიამ განაცხადა: „დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს“.

გარეკანის ფოტო: პირველი არხი

გირჩევთ, წაიკითხოთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/118092/

მასალების გადაბეჭდვის წესი