ახალი ამბები

კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს – გამყრელიძე 

22 თებერვალი, 2020 • 2733
კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს – გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ირანის მოქალაქეებს, რომლებებსაც ჩაუტარდათ ტესტირება, კორონავირუსი აღ აღმოაჩნდათ. 

საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ არასრულწოვანზე, რომლებიც ირანიდან გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში დედასთან ერთად და მაღალი ტემპერატურის გამო ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მათ თვადაპირველი კვლევებით, არ აღმოაჩნდათ A  და B ტიპის ვირუსები, რომლის სემდეგაც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ისინი კორონავირუსზე შეამოწმეს.

“მათ აღმოაჩნდათ სხვა ვირუსი და ინფექციურ საავადმყოფოში  მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გამყრელიძემ 22 თებერვალს ტვ “პირველის” ეთერში.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაბალი რისკის ქვეყანაა, რადგან  ვირუსი ჯერ არ არის დაფიქსირებული, თუმცა დასძინა, რომ საყურადღებოა ირანში კორონავირუსის გავრცელაბ, რადგან საქართველოს ირანთან ბევრად მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ვიდრე ჩინეთთან.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს რამდენიმე ადგილი კარანტინისთვის, თუმცა არ დაასახელა ადგილმდებარეობა და მიზეზად უკრაინის მაგალითი მოიყვანა, სადაც ჩინეთიდან დაბრუნებულებს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე თბილისში დღეს შეამოწმებენ

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი