ახალი ამბები

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

22 თებერვალი, 2020 • 1512
ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

როიტერსის ცნობით, ირანში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და ვირუსით ინფოცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სააგენტო ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით შაბათს, 22 თებერვალს ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 28 ადამიანია ინფიცირებული ამ ვირუსით ირანში, მათგან 5 გარდაიცვალა. 

ირანში ვირუსით ინფიცირებული ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გუშინ, 21 თებერვალს გახდა ცნობილი.

ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე თბილისში დღეს შეამოწმებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი