ახალი ამბები

ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე თბილისში დღეს შეამოწმებენ

22 თებერვალი, 2020 • 1897
ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე თბილისში დღეს შეამოწმებენ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს, კორონავირსზე ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები დღეს ჩაუტარებენ ტესტირებას. 

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საავადმყოფოს საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ორ მოზარდს, რომლებიც ირანიდან 21 თებერვალს ჩამოვიდნენ საქართველოში და ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, A  და B ტიპის ვირუსები არ აღმოაჩნდათ. საქართველოში გრიპის სწორედ ეს ვირუსებია ამჟამად გავრცელებული. მოზარდებს არ აღმოაჩნდათ პნევმონიაც. 

8 და 10 წლის მოზარდები თბილისში დედასთან ერთად ჩამოვიდნენ. ეზუგბაიას განცხადებით, ისინი ირანის ქალაქ ყუმიდან არიან, სადაც კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი