ახალი ამბები

ბრილიანტის თვლების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 ივლისი, 2015 • • 1235
ბრილიანტის თვლების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლოს“ ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.
 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი