აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კინოაკადემია გააკრიტიკა სამხრეთკორეულ ფილმ „პარაზიტისთვის“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარის მინიჭებისთვის.
„ნახეთ, რა საშინელი იყო აკადემიის პრემია წელს? გაიმარჯვა სამხრეთკორეულმა ფილმმა. ღმერთო, რა ჯანდაბა იყო ეს?“, – განაცხადა ტრამპმა 20 თებერვალს, კოლორადოში თავის ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
„სამხრეთ კორეასთან საკმარისად გვაქვს სავაჭრო პრობლემები. და ამის მერე მას წლის საუკეთესო ფილმად აღიარებენ? ეს ნორმალურია?“, – განაცხადა ტრამპმა.
„პარაზიტების“ ალტერნატივად ტრამპი კლასიკური ჰოლივუდური ფილმების – „ქარწაღებულების“ და „სანსეტ ბულვარის“ დაბრუნების წინადადებით გამოვიდა. აუდიტორია მის გამოსვლას ოვაციებით შეხვდა.
ფილმი „პარაზიტები“ 9 თებერვალს ჩატარებული „ოსკარის“ 92-ე ცერემონიის მთავარი გამარჯვებული გახდა. ფილმმა ოთხი ჯილდო მიიღო – „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე“, „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო სცენარი“.
გარეკანის ფოტო: EPA