ახალი ამბები

არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა, არც მინისტრობა- მერაბიშვილი

20 თებერვალი, 2020 • 1808
არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა, არც მინისტრობა- მერაბიშვილი

შსს-ს ყოფილმა მინისტრმა და ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამჯერად მას აღარ მოუნდება არც პრემიერ-მინისტრობა და არც მინისტრობა.

ამის შესახებ მან 20 თებერვალს  “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.  ციხის დატოვების შემდეგ მან ექსკლუზიური ინტერვიუ ეკა კვესიტაძეს მისცა. წამყვანმა განაცხადა, რომ ჰარდ-თოქი მერაბიშვილთან არხის ეთერში მას შემდეგ გაიმართება, რაც მერაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად აპირებს პოლიტიკურ საქმიანობას.

მერაბიშვილმა გადაცემაში კვლავ  განაცხადა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკაში, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ მოუნდება “პოლიტიკური თანამდებობა”:

“მე თვითონ არა მაქვს პრეტენზია არც მინისტრობაზე და არც პრემიერ-მინისტრობაზე, მით უმეტეს, დაბალ თანამდებობაზე”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ “არ მოეწონა” პრემიერ-მინისტრობა: 

“2012 წელს პრემიერ-მინისტრობა არ იყო ჩემი პირადი სურვილი – სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ბაქრაძე და სხვები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რადგან მე მქონდა მაღალი რეიტინგი. მე ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ მეგობრული და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე დავთანხმდი. მე მიყვარს კონკრეტული საქმეების კეთება, კონკრეტული რეფორმების გაკეთება”, – განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

 

5 მნიშვნელოვანი ფაქტი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი