ახალი ამბები

ჯაჭვლიანი: ბოზებში არასოდეს დავდიოდი, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს [ვიდეო]

22 ივლისი, 2015 • • 2024
ჯაჭვლიანი: ბოზებში არასოდეს დავდიოდი, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს [ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით,  ამ განცხადებით თავის ოპონენტს, აკაკი ბობოხიძეს უპასუხა:


“მინდა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი… კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო, ის 37 მანეთი ჩემთვის მაშინაც და ახლაც 500-ევროიანი იყო, მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, 10 მანეთის გადახდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა ძალიან გაწუხებთ ასეთი საკითხები. აი, მაგალითად, ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.


პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა კობახიძემ დეპუტატს სიტყვით გამოსვლისას კორექტულობისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ იგი სიტყვით პარლამენტში გამოდიოდა.


შეგახსენებთ, რომ 14-15 მაისს თბილისში გაიმართა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი