65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის მძიმე სენს ებრძოდა.
რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მაის ხსოვნას. ჯაჭვლიანი 2012-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”.
მონაწილეობდა ფილმებში: “ნატვრის ხე”, “ფესვები”, “თეთრი ბაირაღები”, “უძინართა მზე” და სხვა.