ახალი ამბები

მეტი ვანო ოპოზიციას – კალაძე მერაბიშვილზე

20 თებერვალი, 2020 • 1536
მეტი ვანო ოპოზიციას – კალაძე მერაბიშვილზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას უსურვა მეტი ვანო მერაბიშვილი. კალაძემ მერაბიშვილის შესახებ დღეს, 20 თებერვალს, მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა.

“განცხადებებიდან აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული და ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება”, – უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ.

მას ჰკითხეს ოპოზიციისა და ვანო მერაბიშვილის მოსალოდნელ თანამშრომლობაზე, რაზეც თბილისის მერმა უპასუხა:

“მეტი ვანო ოპოზიციას”.

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში, თუმცა, თუ რომელ პარტიაში, ამას მოგვიანებით გადაწყვეტს.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი