ახალი ამბები

პრეზიდენტი: როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

19 თებერვალი, 2020 • 1434
პრეზიდენტი: როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

საქართვეოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა და შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა. თუმცა ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა:

“სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.
აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა” ,- ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები.

სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

მასალების გადაბეჭდვის წესი