ახალი ამბები

სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

18 თებერვალი, 2020 • 1039
სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში ქალი მოკლეს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე. დაკავებულია შესაძლო დამნაშავე.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლემ მას ყელი გამოჭრა. შსს შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი