სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში ქალი მოკლეს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე. დაკავებულია შესაძლო დამნაშავე. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლემ მას ყელი გამოჭრა. შსს შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed