ახალი ამბები

“ვენდი” და “დანკინ დონატსი” ბაკურ სულაკაურის წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობენ

19 ივლისი, 2015 •
“ვენდი” და “დანკინ დონატსი” ბაკურ სულაკაურის წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობენ

ყველა გამოფენილ წიგნზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ სტუმრებს 20%-დან 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, ყველა სტუმარს ასევე საჩუქრად გადაეცემა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 25%-იანი ფასდაკლების ბარათი, რომლის გამოყენების საშუალებაც მათ აგვისტოს თვის განმავლობაში ნებისმიერი წიგნის შეძენისას ექნებათ.

 

„ვენდიში“ და „დანკინ დონატსში“ სტუმრად მოსული ბავშვების გახალისებასა და გართობაზე კი „ვენდის“ გოგონები იზრუნებენ. ისინი ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს, მოაწყობენ კონკურსებს, დაურიგებენ ბუშტებს და სახის მოხატვით ხალისიან განწყობას შეუქმნიან მათ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ სპეციალურად მოწვეული ილუსტრატორი კი იქვე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს და სამი საუკეთესო ნახატის ავტორს საჩუქრად გადასცემს საბავშვო წიგნებს.

 

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და ჭავჭავაძის 36ა-ში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.

 

ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“  1999 წელს დაარსდა და დღეს მისი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა. დღესდღეობით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და  ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი