ახალი ამბები

ელისაშვილი: აღმაშფოთებელია, რომ “პანორამა თბილისისთვის” ნებართვა დახურულად გასცეს

16 ივლისი, 2015 •
ელისაშვილი: აღმაშფოთებელია, რომ “პანორამა თბილისისთვის” ნებართვა დახურულად გასცეს

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ წელიწადნახევრის წინ  მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მე-5 ლასის მშენებლობების ნებართვებს ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ეს ცვლილება, მისი აზრით, “პანორამა თბილისის” გამო შეიტანეს.

 

“ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ეს “პანორამა თბილისისთვის” კეთდებოდა და ეჭვი გვქონდა, რომ “პანორამა თბილისს” გაიყვანდნენ მე-5 კლასის მშენებლობებში. ასეც მოხდა. შესაბამისად, ყველანაირი შეთანხმება, ყველაფრის დამტკიცება ხდება მერიისა და საკრებულოს მიღმა, ეკონომიკის სამინისტროში და იქ პროცესი არის დახურული. შესაბამისად, ამ დახურულობისა და გაუმჭვირვალობის შედეგებზე ვმსჯელობთ მთელი დღეა”, – ამბობს ელისაშვილი.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მას არ უნახავს პროექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში შენდება.

“ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი, თუ დემოკრატიულ ქვეყანაზე და გამჭირვალობაზე გვაქვს პრეტენზია, მე მაქვს პრეტენზია და ასეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, მაშინ ასეთი უზარამაზარი პროექტები ქალაქის ისტორიულ ცენტრში დახურულად არ უნდა მიმდინარეობდეს. არავინ იცის, რა პროექტი ხორციელდება. ჩვენ გვაქვს ნანახი მულტფილმი, რომელიც მოამზადეს “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით. მაგრამ იმ მულტფილმში ნაჩვენები ობიექტები აშენდება თუ სხვა მულტფილმს გადაიღებენ, არავინ ვიცით, ეს არის მიუღებელი.”

 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ “პანორამა თბილისისთვის” თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკის ქედზე მშენებლობისთვის გასცა ნებართვა.

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი