ახალი ამბები

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

14 თებერვალი, 2020 • 1758
მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. ინფორმაციას, რომელიც თავდაპირველად რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა, ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

რადიო „მარნეული“ წერს, რომ გოგო სრულწლოვანმა კაცმა რეპეტიტორთან კერძო გაკვეთილის შემდეგ გაიტაცა. გარდა ამისა, გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე ისმოდა მისი ყვირილიც.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში არ ამბობენ, დააკავეს თუ არა ვინმე ამ საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი