შსს-ს ინფორმაციით, თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რომელსაც 1 მოპედის, 2 ველოსიპედის ქურდობასა და 1 მოპედის ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა დროსა და ადგილზე მოქალაქეების კუთვნილი მოპედები და ველოსიპედი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.