ახალი ამბები

ანონსი 16 ივლისი

15 ივლისი, 2015 • • 1127
ანონსი 16 ივლისი

10:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო  ნაშრომების საჯარო დაცვას  დაესწრება, ილიას უნივერსიტეტის  კორპუსი მისამართი: გ.წერეთლის ქ. 1 (ენციკლოპედიის ყოფილი შენობა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერტორია);


10:00 საქართველოს „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვნების საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების ტრენინგი დაიწყება;


10:30 მებრძოლ პატრიოტთა კავშირის თავჯდომარე ემზარ ქვარიანი და 2  წლის ნიკოლოზ ანელიძის დედა ნათელა გელაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ;


11:00 არასამთავრობო ორგანიზაციიის “ადამიანის უფლებები და მოვალეობები” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა სტურუა პორტალ კვირას პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს; 


11:00 სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1) , ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თანა-ინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ბაჩიაშვილი და კომპანია”ფერის” აღმასრულებელი დირექტორი  ლაშა იორდანიშვილი „ონის ჰესების კასკადის“ და „მტკვარი ჰესის“  შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმებს გააფორმებენ;


11:00  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო-ტრენინგ ცენტრი (სიმულაციების ცენტრი) უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას- „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“;


 

11:00 თბლისის მერი დავით ნარმანია, სამგორის გამგებელ მამუკა ჩოქურთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თოედინავასთან ერთად მოსკოვის გამზირზე მშენებარე საბავშვო ბაგა-ბაღს მოინახულებს;


11:30 “პირველ პრესკლუბში” კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ალეკო ცქიტიშვილი და სოფო ვერძეული პრესკონფერენციას გამართავენ;


 

12:00 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს;


12:00 სამხატვრო აკადემიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლებენ; 


 

12:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” წევრი ანი დარსალია პრესკონფერენციას გამართავს;


13:00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის ახალი შემადგენლობა განიხილავს რადიო ჰერეთის ლიცენზირების საკითხს დედაქალაქში;


18:00 მოძრაობა ,,მწვანე მუშტის“აქცია-მსვლელობა – დედა ბუნება გვიხმობს. რუსთაველის მეტროდან, 19:00 საათზე კი – აქცია დასრულდება თსუ-სII კორპუსთან;


18:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროში (მის.: ზოვრეთის ქ. 38) ჩატარდება საჯარო დისკუსია ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის;


19.00 მწერალთა სახლში გაგა ნახუცრიშვილის წიგნის „სისულელის ტრაქტატის“ პრეზენტაცია;

მასალების გადაბეჭდვის წესი