ახალი ამბები

კარასინი: რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

13 თებერვალი, 2020 • 2197
კარასინი: რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთი მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც თბილისში 2020 წლის მაისში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

როგორც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინზე დაყრდნობით წერს, დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.


საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.

როგორ შეეძლო მთავრობას “ლავროვის თავსატეხის” თავიდან აცილება

მასალების გადაბეჭდვის წესი