ახალი ამბები

გრიგორი კარასინი გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას

11 მარტი, 2024 • 10244
გრიგორი კარასინი გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს, ბოლო 11 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა და მიღწეული იქნა დადებითი შედეგები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით“, — განაცხადა კარასინმა და ჩამოთვალა 11 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგში მიღწეული შედეგები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. ის ჩაანაცვლებს ზურაბ აბაშიძეს ე.წ. პრაღის ფორმატში, რომელიც ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითვალისწინებს გრიგორი კარასინის გავლით.

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

მასალების გადაბეჭდვის წესი