რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელ ტონს კავკასიაში და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი მოჰყვა.
„სულ უფრო იზრდება იმის გააზრება, რომ 2008 წელს, სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მუდმივი დაპირისპირების ამაოება“, — წერს კარასინი „ტელეგრამზე“.
კარასინის თქმით, წინასაარჩევნო ატმოსფეროში, როგორც მოსალოდნელი იყო, ამან გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება „ფოკუს ჯგუფებში“, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება არ მოსწონთ.
„საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში სიტუაციის გამწვავება ასევე ხელს აძლევს მათ მსოფლიოში, ვინც საქართველოსა და რეგიონის დესტაბილიზაციაში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს“, — აცხადებს კარასინი.
„ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის „გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ივანიშვილის თქმით, ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ