ახალი ამბები

“ოცნება” ევროპარლამენტს დიალოგის გაგრძელებაში დახმარებას სთხოვს

12 თებერვალი, 2020 • 1450
“ოცნება” ევროპარლამენტს დიალოგის გაგრძელებაში დახმარებას სთხოვს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ კვლავ მიეცეს მსვლელობა თბილისში დაწყებული პოლიტიკურ დიალოგს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიი ავრცელებს.

“ევროპარლამენტს გააჩნია დიალოგის ძალიან კარგი პლატფორმა, სახელად Jean Monnet. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ, დახმარების ხელი ვითხოვოთ ევროპარლამენტისგან, რათა თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგს კვლავ მიეცეს მსვლელობა. ეს ჩვენი და ჩვენი ევროპული ოჯახის საერთო ინტერესებშია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.​

ქართულმა მხარემ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, გიგი უგულავას საქმეზე საქართველოში ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისია გამოიგზავნოს.

“საკითხისადმი არსებული დიდი პოლიტიკური ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის ღიაობასთან დაკავშირებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და, შესაბამისად, მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, რამეთუ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი