შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე განცხადებას აქვეყნებს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავს საქმის გარშემო არსებულ გარემოებებზე:
“როგორც ახლო მეგობრები, საქართველოს მოვუწოდებთ განსხვავებული პოზიციების დაახლოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისკენ”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Sweden shares EU concerns about circumstances around the case of Ugulava. As a close friend of Georgia we call for steps to narrow divisions and uphold the highest standards of democracy and rule of law. https://t.co/zfPLfv99L5
— Ann Linde (@AnnLinde) February 12, 2020
უგულავას დაკავებას უკვე გმოეხმაურა ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროები ასევე დიდი ბრიტანეთის, ევროკავსირისა და აშშ-ის საელჩოები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.