ახალი ამბები

ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

14 ივლისი, 2015 •
ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე გაიხსნა.


Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით – ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.


Express Bank-ის ივლისის თვის შეთავაზება შემდეგში მდგომარეობს: 31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს, საჩუქრად გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო, საინტერესო და მარტივ შეთავაზებებს.


საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.


დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge

 

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი