ახალი ამბები

მთავარ სამმართველოში არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი მოეწყობა – გომელაური

12 თებერვალი, 2020 •
მთავარ სამმართველოში არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე  ფლიგელი მოეწყობა – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისის მთავარ სამმართველოში არასრულწლოვანთა დასაკითხად ცალკე ფლიგელი მოეწყობა. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, აღნიშნული ფლიგელი 2020 წლის 1 აპრილიდან გაიხსნება და ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება ვიდეოკამერით და ამის შესახებ დაკითხვამდე აცნობებენ არასრულწლოვნებს. შს მინისტრის თქმით, ამ განყოფილებაში იქნება არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიც.

ვახტანგ გომელაურმა სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად, იმ დროს იქ არ იყო არასრულწლოვნისთვის განკუთვნილი ოთახი.

შინაგან საქმეთა მინისტრს არ უხსენებია, არასრულწლოვანთა დასაკითხად განკუთვნილი ოთახები თბილისის მთავარი სამმართველოს გარდა გაიხსნება თუ არა საქართველოს რეგიონებში.

შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოყოფენ ცალკე სივრცეს არასრულწლოვანთა დასაკითხად სხვა ქალაქებში.

ლუკა სირაძეს გვიან ღამემდე 6 საათს ჰკითხავდნენ და ემუქრებოდნენ – ინსპექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი