ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სპიკერი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მიქაელ გაჰლერი, ტვიტერზე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას კიდევ ერთხელ დაპატიმრებას.
“სამწუხარო ამბები მოდის საქართველოდან. არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ გვაქვს ცნობები სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე. რთულია დაიჯერო, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. [ეს პროცესი] საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსს საფრთხეს უქმნის”, – წერს გაჰლერი.
გაჰლერის კრიტიკამდე მსგავსი შინაარსის კრიტიკული შეფასებები გამოაქვეყნეს ამერიკელმა კონგრესმენებმა, ასევე, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით შეუფარდა პატიმრობა.