“ეს შემთხვევა არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც ცალკე აღებული ერთეული პროვოკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პროცესზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რატომ ხდება ამ პროცესის ესკალაცია და მსგავსი ინციდენტები სწორედ ქართულ-რუსული შეხვედრების მორიგი რაუნდის წინ? როდესაც რომელიმე მხარე რეალურად განწყობილია რაღაც შეთახმების მიღწევისათვის და როდესაც მას სურს რაღაც საკითხის მოგვარება, რთულად დასაშვებია, რომ ასეთ დროს ხორციელდებოდეს იმ ტიპის ქმედებები, რომელიც ძაბავს ურთიერთობას არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ ახდენს ესკალაციას მთელ რეგიონში”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხემძღვანელმა.
11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.