ახალი ამბები

რუსეთში რეფერენდუმი ლენინის 150 წლის იუბილეზე ჩატარდება – РБК

11 თებერვალი, 2020 •
რუსეთში რეფერენდუმი ლენინის 150 წლის იუბილეზე ჩატარდება – РБК

რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი 22 აპრილს – ვლადიმერ ლენინის 150 წლის იუბილის დღეს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმაცია მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ოთხმა პირმა მიაწოდა. როგორც ისინი ამბობენ, კრემლში ამჟამად რეფერენდუმის ჩატარების ძირითად თარიღად 22 აპრილს მიიჩნევენ. აგრეთვე, თუ არჩევანი ამ დღეზე შეჩერდა,  ოფიციალურ დასვენებად გამოაცხადებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და რუსეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი