ახალი ამბები

მწვანე სკოლის დირექტორი ინსპექტორის მიმართვაზე: მოვიქცევით, როგორც საჭიროა

7 თებერვალი, 2020 •
მწვანე სკოლის დირექტორი ინსპექტორის მიმართვაზე: მოვიქცევით, როგორც საჭიროა

“მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ სკოლაში ყველა საგამოძიებო მოქმედება პოლიციის მოთხოვნით მიმდინარეობდა. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ სკოლა საჭიროებისამებრ მოიქცევა.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, მწვანე სკოლამ ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე, მოსწავლეების გამოკითხვას მათი კანონიერი წარმომადგენლები დროულად არ დაასწრო, ვიდეოთვალთვალს კი შესაბამისი მინიშნებების განთავსების გარეშე ახორციელებდა:

“როგორც კი პოლიციამ მოითხოვა ბავშვებთან გასაუბრება, სკოლამ დაურეკა კანონიერ წარმომადგენლებს მაშინვე. უკვე გასაუბრების დროს ამ გასაუბრებას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. ფისქოლოგი არ ესწრებოდა და უკვე მოვიდნენ მშობლები.

როგორც კი მათ მოითხოვეს მოწსავლეებთან გასაუბრება, ამ გასაუბრებას ესწრებოდა სკოლის დირექციის წარმომადგენელი. ყველა დანარჩენი საგამოძიებო ქმედება მიმდინარეობდა პოლიციის მოთხოვნით. პოლიციამ რაც მოსთხოვა დაცვას, დაცვამ გააკეთა. ყველა ეს დეტალი ხდებოდა პოლიციის მოთხოვნით და დაცვა მას ასრულებდა”, – ამბობს დავითური.

მისი თქმით, სკოლამ კამერების ჩანაწერები მათ მიერ გამოძახებული პოლიციის თანამშრომლებს გადასცა და მათთვის სასამართლოს განჩინება არ მოუთხოვია.

რაც შეეხება ინსპექტორის მიერ განათლების სამინისტორსთვის მიმართვას, დავითური ამბობს, რომ ისე მოიქცევიან, როგორც საჭიროა:

“რა რეაგირებაც უნდათ ის ჰქონდეთ. განათლების სამინისტროც მოიქცევა, როგორც საჭიროა, ჩვენც მოვიქცევით, როგორც საჭიროა”, – ამბობს დავითური.

ინსპექტორმა “მწვანე სკოლის” წინააღმდეგ სამინისტროს მიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი