ახალი ამბები

თბილისში კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

6 თებერვალი, 2020 •
თბილისში კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

6 თებერვალს თბილისში  უცხო ქვეყნის მოქალაქე 34 წლამდე კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, 1953 წელს დაბადებუილ გ.მ. დაკავებულია „განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით“.

ბრალდება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“ დაჭრა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიცია აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი