ახალი ამბები

“ჩემი ლექსიკონი მისას არ ემთხვევა” – ბოკერია წულუკიანის მონათხრობს უარყოფს

6 თებერვალი, 2020 •
“ჩემი ლექსიკონი მისას არ ემთხვევა” – ბოკერია წულუკიანის მონათხრობს უარყოფს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და მის ნათქვამს უარყოფს.

წულუკიანმა დღეს, 6 თებერვალს თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გიგა ბოკერია “თითს იქნევდა” და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ თუ მათ მოთხოვნას არ დათანხმდებოდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, “ქვა ქვაზე არ დარჩება” და პროექტს ODIHR-ს გაუგზავნიდნენ.

ბოკერიამ ტვ “პირველზე”, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” აღნიშნა, რომ წულუკიანის ლექსიკონი მისას არ ემთხვევა და ელჩების მედიატორობით მმართველ გუნდათან მიმდინარე შეხვედრებზეც იმავე მესიჯებს ახმიანებს, რასაც საჯაროდ:

“ეგ სიტყვები და ქალბატონი წულუკიანის ლექსიკონი ჩემსას არ ემთხვევა. ალბათ, შემჩნეული გაქვთ, საჯაროდ როგორც ვსაუბრობთ ჩვენ. ეს არქაული ქართულით მოსაუბრე ივანიშვილის კლოუნი ზოგადად გამორჩეულია ქართულ პოლიტიკაში თავისი ლექსიკონით და არამარტო. მე ასეთი ლექსიკით არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი და არამარტო ჩემი გზავნილი საჯაროდ არის ერთი და იგივე.

ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა დააყენა ძალიან სახიფათო გზაზე, როდესაც გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა გადააგდო საზოგადოება და უთხრა, ფეხებზე მკიდიხართო და მიმართა ძალადობას, რომ დროზე უნდა მოეგონ გონს, რომ ქვეყანას ზიანი აღარ მიაყენონ, თან პოლიტიკურად არ დაიღუპონ. ჩვენი ამოცანაა, გონს მოეგონ და შედარებით ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ პირობებში შეეგუონ მარცხს არჩევნებში” – ამობობს ბოკერია.

რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი