ახალი ამბები

აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

6 თებერვალი, 2020 •
აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვა აღიარეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი