ახალი ამბები

მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 თებერვალი, 2020 • 1596
მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფოირმაციით, მოპედის ქურდობის ბრალდებით 1976 წელს  დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.გ. ცხელ კვალზე  დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული
მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.  დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი