მოძრაობა “შეცვალეს” განცხადებით, ჩხოროწყუში მათ აქტივისტებს სცემეს. მოძრაობის წევრები დღეს ჩხოროწყუში ლევან და ჯუმბერ იზორიების წინააღმდეგ აქციას მართავდნენ და მათ იზორიების კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
როგორც “ნეტგაზეთს” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათი წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც აქცია უკვე დასრულებული იყო.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრების თქმით, მძიმედ ნაცემია მათი სამი აქტივისტი, მათ შორის- ოთო შენგელია, ნუკრი ცქიტიშვილი და ირაკლი ნაჭყებია.
“შეცვალეს” აქტივისტები ამბობენ, რომ მათ თავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაესხნენ.
“ნეტგაზეთს” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულია 1 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 პრიმა მუხლის გ. ქვეპუნქტით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.