ახალი ამბები

ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი გაუარესებულია – CRRC

30 იანვარი, 2020 • 1781
ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი გაუარესებულია – CRRC

CRRC-ს კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, უკანასკნელი 10 წლის მონაცემებით ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ ნდობა გაუარესებულია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოკითხულთა 40 პროცენტი არ ენდობა. შედარებისთვის, 2017 წელს ანალოგიურ კითხვაზე ხელისუფლების მიმართ უნდობლობა 30%-მა გამოთქვა. უნდობლობის მსგავსი მაჩვენებელი ამ კვლევის მიხედვით უკანასკნელ 10 წელში ყველაზე მაღალია.

მსგავსი ტენდენციაა პარლამენტის მიმართ ნდობის მიმართულებითაც. 2019 წელს გმაოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს არ ენდობა. წინა კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, პარლამენტის მიმართ ნდობა გამოკითხულთა 36%-ს არ ჰქონდა.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია პრეზიდენტის მიმართ უნდობლობაც. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით პრეზიდენტს არ ენდობა გამოკითხულთა 49%, ეს იმ ფონზე, როცა 2017 წლის მონაცემებით მათი რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობოდა, 24% იყო.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით; გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს; გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%

ბოლო 10 წელში სასამართლოს ნდობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს – CRRC

მასალების გადაბეჭდვის წესი